14 მილიარდი ევრო და "ოცნების" ხელისუფლების გამო დაკარგული შესაძლებლობები ქვეყანაში | საგანგებო განცხადება "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში"

გამოქვეყნდა:

14 მილიარდი ევრო საქართველოსთვის - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაში" საგანგებო განცხადება გაკეთდა. პარტიის ლიდერების თქმით, ისინი, გამარჯვებისთანავე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს გახსნიან, რაც ქვეყანას, დამატებით, 14 მილიარდ ლარს მოუტანს, რასაც, მათი თქმით, დღეს, რეალურად, ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ბლოკავენ. საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა ისაუბრე იმ შესაძლებლობებზეც, რომლებსაც ქვეყანა დღეს ოლიგარქის გამო კარგავს.

"ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანება, პროცესი, რომელშიც, განსაკუთრებული წვლილი პრეზიდენტ სააკაშვილს მიუძღვის და პროცესი, რომელიც ერთიანი ძალისხმევით ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენ გვპირდებით, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, არჩევნებში გამარჯვებისთანავე გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამ მომენტიდან საქართველოს ექნება წვდომა ევროკავშირის გაწევრიანების 14 მილიარდიან ფონდზე. ეს არის ის ფონდი, რომელზე წვდომასაც ახლა ბლოკავს ივანიშვილი. ეს არის 14 მილიარდი, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნებმა გაწევრიანების სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენეს მაგალითად იმისთვის, რომ დაეფინანსებინათ მშენებლობა, სკოლების თუ საავადმყოფოების, დაეფინანსებინათ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან, მაგალითად, დევნილები, სუბსიდირება მოეხდინათ სხვადასხვა კომუნალური გადასახადების მოწყვლადი ოჯახებისთვის," - ამბობს თინა ბოკუჩავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი