პუტინი ახალგაზრდობის ელექსირს ეძებს | კრემლმა რუს მეცნიერებს დაბერების წამლის სასწრაფოდ გამოგონება მოსთხოვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი სიბერემ შეაშინა. "რადიო თავისფლებისა" და "მედუზას" საგამოძებო რეპორტაჟების ავტორებს უდასტურებენ, რომ კრემლი რუს მეცნიერებს ავალდებულებს, დაბერების წამალი სასწრაფოდ გამოიგონონ. რამდენიმე თვის წინ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის სამეცნირო-კვლევით ინსტიტუტებს მოსთხოვა, სასწრაფოდ შეიმუშავონ ტექნოლოგიები, რომელსაც დაბერების შენელება შეუძლია.

"უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს გარკვეული მონაცემებით ქმნიან. მაგალითად, გენიალურ მათემატიკოსს, გენიალურ მუსიკოსს, მეომარს, რომელიც შიშის, თანაგრძნობის, სინანულისა და ტკივილის გარეშე იომებს", - ამ ინიციატივით გამოვიდა ზამთარში რუსეთის პრეზიდენტი, 16 მაისს კი ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ მოსახლეობას ახარა, რომ პროექტი 2025 წლიდან დაიწყება. როგორც ჩანს, პუტინი ახლა რუსეთში ე.წ დემოგრაფიულ პრობლემებს ეფარება, რომ თავისი პროექტი, დაბერების მედიკამენტის შექნის თაობაზე წარმატებით გაამართლოს. 

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო მეცნიერებსა და მკვლევრებს ავალდებულებს, შეიმუშაონ სამედიცინო პროდუქცია, რომელიც შეანელებს უჯრედების დაბერებას, გაახანგრძლივებს თავის ტვინის გამართულ მუშაობას და გააძლიერებს იმუნურ სისტემას დაბერების დროს. გამომძიებელ ჟურნალისტებს ექიმები ამ ინფორმაციას ანონიმურად უდასტურებენ

ჟურნალისტების ცნობით, დაბარების წინააღმდეგ წამლის შექმნის იდეა პუტინს მისმა ახლო მეგობარმა, ფიზიკოსმა მიხაილ კოვალჩუკმა მიაწოდა. 77 წლის კოვალჩუკი რუსი მილიარდერის, იური კოვალჩუკის ძმაა, რომელსაც “პუტინის პირად ბანკირსაც” ეძახიან. კოვალჩუკი ასევე ხელმძღვანელობს გენეტიკის კვლევის ცენტრს, რომელშიც მუშაობს პუტინის არაღიარებული ქალიშვილი, მარია ვორონცოვაც. პუტინის მეცნიერებასთან დამოკიდებულება ჯერ კიდევ 2017 წელს გამოჩნდა, როდესაც თქვა, რომ ადამიანის “დაპროგრამება დაბადებამდეა” შესაძლებელი. ახლა კი სასწრაფოდ ცდილობს შექმნას რაიმე, რაც უკვდავებას მოუტანს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი