საქართველო ევროინტეგრაციის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე | დასავლეთის მორიგი გაფრთხილება "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პარტია პასუხისმგებლობას იხსნის და ევროკავშირში გაწევრიანისთვის მოლაპარაკებების გაჩერებას ისევ სტრატგეიულ პარტნიორებს აბრალებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ხელი ისევ ევროკავშირისკენ გაიშვირა და ამტკიცებდა, რომ საქართველო 27 წევრი ქვეყნის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას ასრულებს. შალვა პაპაუშვილმა "ოცნების" ტრადიციული პროპაგანდა გამოიყენა და ისიც თქვა, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო მოწინავეა. თუმცა, რა მოცემულობას ეყრდნობა, არ დაუკონკრეტებია. ფაქტი კი ასეთია - უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირმა გაწევრიანებისთვის მოლაპარკებები გაუხსნა, საქართველოსთვის კი ეს პროცესი რუსული კანონის მიღების გამო უვადოდ გაიყინა.

მანამდე კი სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბუდაპეშტში, საპარლამენტშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე ისაუბრა. ოლიგარქის პარტიის მოკავშირე ოლივერ ვარჰეის, რომლის მხარდაჭერის იმედზეც იყო "ოცნება", დღეს შეცვლილი რიტორიკა აქვს. ოლიგარქის პარტიას მიუთითებს, რომ მათ ევროპულ ოჯახს - გაწევრიანებისთვის ერთგულება უნდა დაუდასტურონ. 

ევროპასთან ერთად მკაცრი და პირდაპირი გზავნილები აქვს ქვეყნის მთავარ სტარატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ჰელსინკის ორპარტიული, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების კომისია, საქართველოში რუსულ ჩარევასა და დემოკრატიის ეროზიაზე საუბრობს; იმავე განცხადებაში ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ. სტრატეგიულ პარტნიორს რომ მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული გაძლიერება და მოსახელობის მხარდაჭერა სურს, ამის შესახებ ბათუმიდან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩა რობინ დანიგანმაც ისაუბრა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი