აშშ-მა ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო დაასანქცირა - აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული სანქციების ახალ სიაში ირანისა და რუსეთის ათი ფიზიკური და ექვსი იურიდიული პირი შევიდა. ასევე, სიაშია ოთხი გემი, რომელთა მეშვეობითაც თეირანი რუსეთს იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიდა.

შეერთებულმა შტატებმა დამატებითი შეზღუდვები ირანის წამყვან ავიაკომპანიას, Iran Air-საც დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების სიაში შეიყვანა სამი ორგანიზაცია და განკარგულება გასცა ხუთი გემის კონფისკაციაზე, რომლებიც რუსეთისთვის ირანული შეიარაღების სისტემების გადაცემაში მონაწილეობდნენ.

"შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას", - განაცხადეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი