
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა „კომპლექსური მიზეზებით“ მოხდა. განმარტება სამინისტროს პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ გააკეთა.
"გაწვევა უკავშირდება კომპლექსურ მიზეზებს, რომლებმაც აიძულეს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ეს გადაწყვეტილება მიეღო.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ელჩების მუშაობის სტიმულირების, ელჩების საქმიანობის შედეგების გაანალიზების კონტექსტში და ზოგადად დიპლომატიური სისტემის მუშაობის ომის რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობის გათვალისწინებით, როცა შედეგია საჭირო. “ - განაცხადა პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, უკრაინის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ 9 სექტემბერს, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.