
29 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ბერლინში ქართულ დიასპორას შეხვდება - შეხვედრის ორგანიზატორია ორგანიზაცია "გზა". ინფორმაციასაც, სოციალურ ქსელში, ორგანიზაცია ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრა შემდეგ მისამართზე ჩატარდება: ReinhardtstraßenHöfe, Konferenzsaal 1, Rheinhardtstraße 12, 10117
"გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა. გავუზიაროთ საქართველოს პრეზიდენტს ჩვენი ხედვები, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ახლა ერთიანობის დროა!" - წერს ორგანიზაცია.