ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერია. ასევე, სიის ოცეულში მოხვდნენ "ოცნების" როგორც მოქმედი, ისე ძველი წევრები, მათ შორის "ხალხის ძალიდან". ასევე, სპორტსმენები, 2 ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.
"ოცნებამ" ოცეულში სტაჟიანი და ახალბედა ბიზნესმენებიც შეიყვანა. ერთ-ერთი ასეთია შოთა ბერეკაშვილი - მოქმედი დეპუტატის, ბაია კვიციანის დის, დიზაინერ მაკა კვიციანის ქმარი. ის 2012 წელს რუსეთის მოქალაქე იყო. 2012 წლის შემდეგ არ ვიცით რა ხდება, რადგან რეესტრში ჩანაწერების მიხედვით ბერეკაშვილს არ სურს ჩანდეს მისი რუსული პასპორტის მონაცემები, თუმცა აქვს თუ არა ისევ მოქალაქეობა, არ არის მითითებული.
სიაში მოხვდა ნათია თურნავას ძმის შვილი, ვახტანგ თურნავაც. ასევე, ევროპისმცოდნეობის დოქტორი, ლევან მახაშვილი, რომელიც აქამდე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, კაბინეტის უფროსი იყო.
"ქართული ოცნების" ოცეულის კიდევ ერთი წევრი ეკა ჭიჭინაძეა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი, სწორედ ასეთი სათაურებით იძებნება სტატიები ინტერნეტ სივრცეში ეკა ჭიჭინაძეზე.