ტრამპისა და ჰარისის 2-საათიანი დებატები | აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის მთავარი გზავნილები

გამოქვეყნდა:

პირველი დებატები შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის - 2-საათიანი პოლიტიკური კამათი რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს შორის კამალა ჰარისის აშკარა უპირატესობით დასრულდა. ვიცე-პრეზიდენტს გამოკითხული მაყურებლის 63 პროცენტი უჭერს მხარს, მაშინ, როდესაც ტრამპის მხარდაჭერა 37 პროცენტამდე შემცირდა.

კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ფილადელფიაში დაუპირისპირდნენ. ეს მათი პირველი ტელედებატები იყო, რომელიც ტელეკომპანია ABC ნიუსის ორგანიზებით წარიმართმა და მოდერატორობასაც ამ ტელეკომპანიის წამყნავები უწევდნენ.

თავდაპირველად კითხვები ქვეყნის ეკონომიკას შეეხებოდა, რასაც მალევე მოჰყვა კონკურენტების ბრალდებები ერთმანეთის მისამართით. ტრამპა დემოკრატები ქვეყნის ეკონომიკის ჩამონგრევაში დაადანაშაულა. მან კონკურენტს "მარქსისტიც" კი უწოდა. მისი შეფასებით, ძალიან მაღალია ინფლაცია. ტრამპამა თავისი პასუხებით პრაქტიკულად დაადასტურა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში შიეცვლება პოლიტიკა მიგრანტებთან დაკავშირებით, რადგან, მისი აზრით, შეერთებულ შატატებში ძალიან ბევრი ადამიანი შედის, რის გამოც ადგილბორივები ვეღარ საქმდებიან. ჰარისის აზრით კი სწორედ ტრამპის პოლიტიკის გამო იყო შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი უმუშევრობა და რომ ტრამპის გეგმა იქნება დამღუპველი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჰარისმა დაანონსა, რომ აპირებს "შესაძლებლობების ეკონომიკის’’ მშენებლობას.

საშინაო პოლიტიკის გარდა ტელეწამყვანებმა კითხვა უკრაინის ომზეც დაუსვეს. ტრამპა ისევ გაიმეორა, რომ მას შეუძლია ეს ომი 24 საათში დაასრულოს, თუმცა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, სურს თუ არა, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. კამალა ჰარისის შეფასებით კი ტრამპი ახლა პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა.

დებატებში, ამომრჩეველთა შეფასებით, ჰარისმა გაიმარჯვა. მაყურებლის განწყობა კვლევითი კომპანიის გამოკითხვით დასტურდება. გამოკითხულ მაყურებელთა 63% ფიქრობს, რომ უპირატესობა ჰარისმა მოიპოვა, ამომრჩეველი მაყურებლის მხოლოდ 37% -ის აზრით რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. დებატების დაწყების წინ ხმები 50/50-ზე იყოფოდა, თუმცა მას შემდეგ რაც გამოკითხვაში მონაწილე ამომრჩევლებმა მოისმინეს პასუხები და კანდიდატების პოზიციები, მათი უმეტესობის სიმპატია კამალა ჰარისისკენ გადაიხარა.

ღია მხარდაჭერა გამოუცხადა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმაც. 59 წლის კამალა ჰარისი გამარჯვების შემთხვევაში პირველი ქალი იქნება, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება. მისი კონკურენტი 78 წლის დონალდ ტრამპი კი, რომელიც ერთხელ უკვე იყო ქვეყნის პირველი პირი და 45-ე პრეზიდენტი, ახლა მესამედ ჩაერთო პრეზიდენტობის საარჩევნო კამპანიაში. შეერთებული შტატები 47-ე პრეზიდენტს 5 ნოემბერს აირჩევს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი