ცხინვალის ციხეში 10 ადამიანი რჩება | უკანონო ბორდერიზაციის 8 ფაქტზე სუს-ს განცხადება არ გაუვრცელებია

გამოქვეყნდა:

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა იმართება. წინა შეხვედრიდან დღემდე, გასული ორთვენახევრის განმავლობაში უკანონო ბორდერიზაციის არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა სუს-ს აღნიშნულზე არც ერთი განცხადება არ გაუვრცელებია.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპანტებმა 8-ჯერ განაახლეს ბორდერიზაციის უკანონო სამუშაოები როგორც ქარელის, ისე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში.  გარდა ამისა, დაფიქსირდა გატაცების 6 შემთხვევა, რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზთან გაიტაცეს ტაჯიკეთის მოქალაქეებიც, რომლებიც მალე გათავისუფლდნენ. ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში 10 ადამიანი რჩება.

"10 ადამიანი რჩება უკანონო პატიმრობაში, ბოლო ინციდენტი ეს გახლდათ გოდერძისა და უჩა ჯოხაძეების ინციდენტი. [...] წინა პერიოდშიც ყოფილა ამგვარი პრაქტიკა, რომ უკანონოდ დაკავებულების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, როცა არსებობს თუნდაც თეორიული შანსი, რომ ისინი გათავისუფლებულ იქნან უკანონო პატიმრობიდან გარკვეული პერიოდი, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში, აღებულია, რათა წარიმართოს მოლაპარაკებები. [ბორდერიზაციის შემთხვევებს რატომ მალავდით?] რას ჰქვია ვმალავდით, სუს-ი ამ ხნის განმავლობაში არ დუმდა, ვინაიდან ამ შემთხვევებში პრიორიტეტი ენიჭება პირველ რიგში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დროულ ინფორმირებას", - თქვა ანთაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი