
"ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი ვერ ხვდება "რა აშფოთებს" მაიკლ კარპენტერს. დავითულიანი ამბობს, რომ ის განცხადებები, როგორიც პარტნიორებისგან კეთდება მინად ისახავს არჩევნებს წინ ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმას:
თუ ბატონ კარპენტერს ის აშინებს, რომ ელექტრონული არჩევნებია საქართველოს ოლქების 90%-ში და გაყალბების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი, ეს ცოტა უცნაურია. რა აშფოთებს, ჯერჯერობით მშვიდი საარჩევნო გარემო რომ გვაქვს, თუ კონკრეტულად რა აშფოთებს ეს უნდა გვითხრას. აშფოთებს კურსი და ნერვიულობს არჩევნებზე. კურსი თუ აშფოთებს, არჩევნებთან რა კავშირშია? ამიტომ, უნდა ჩამოყალიბდნენ და ისე გაკეთონ განცხადებები" ამბობს დავითულიანი.
ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით - განაცხადა პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.