
ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი კიევში ჩავიდა. უცნობია ვისთან გამართავს ის ოფიციალურ შეხვედრებს. კარსისი უკრაინას ეწვია ერთი დღის შემდეგ, რაც ბალტიისპირელი კოლეგები - ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერმინისტრი ეწვივნენ კიევს ყირიმის პლატფორმის სამიტზე.
"წინა შეხვედრები და დისკუსიები გველის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი მიზნების მიმართ. ჩვენ უკრაინელ ხალხთან ერთად ვართ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.