"ივანიშვილი ჩამოდის თავისი აკვარიუმით" | გორს 2 დღით ადრე ოლიგარქის დასახვედრად ამზადებენ; მოჭრეს ხეები და ელექტრობოძები

გამოქვეყნდა:

ოლიგარქი 14 სექტემბერს გორში ჩასვლას გეგმავს  - “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი მხარდამჭერებს სავარაუდოდ, ისევ ბრონირებული "აკვარიუმიდან" მიმართავს. 

თუმცა მზადება 2 დღით ადრე დაიწყო. სცენის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია, ქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.  გადაკეტილია რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, სამთავრობო უწყებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები. 

გორის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მონტაჟდება სცენა, საიდანაც სავარაუდოდ ივანიშვილი მიმართავს შეკრებილებს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებისთვის ყველაზე პატარა მოედანია შერჩეული, რომელსაც დიდი ალბათობით საჯარო მოხელეებითა და პარტაქტივით შეავსებენ 

მოჭრეს ხეები, ელექტრობოძები და მიმდებარე ტერიტორიებიდან გაიყვანეს მოქალაქეების მანქანები, რა დროსაც ევაკუატორს მანქანაც ჩამოუვარდა. 

"მოვედი, ჩემი მანქანა ეკიდა ევაკუატორზე. ორი ევაკუატორი ყო მობილიზებული და ჩამოუვარდათ შუა გზაში. ხე დაამტვრია და მანქანაც დაზიანდა. ზეგ ჩამოდის ივანიშვილი თავისი აკვარიუმით და უნდათ რომ სცენა მოაწყონ და რომ ვიკითხე რატომ სტალინის ქუჩზე არ აწყობს სცენას, ან თეატრის ბაღში, ეს ფართი გვინდაო. იმიტომ, რომ პატარაა ეს ფართი და ბევრი ხალხი გამოჩნდება ინაშვილის მხარდამჭერი" ამბობს ანტისაოკუპაციო რესტობარის მფლობელი, ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი.  

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე, მიმდინარე სამზადისთან დაკავშირებით ამბობს, რომ ტერიტორიის დაცლა საჭირო გახდა, რადგან ელოდებიან "ძალიან ბევრი მხარდამჭერის" მისვლა.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი