5-6 ოქტომბერს დედაქალაქში "თბილისობის" დღესასწაული აღინიშნება. თბილისის მერიამ "თბილისობის" ღონისძიებების განხორციელების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით, შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. ღონისძიებების ღირებულება წელს წინა წელთან შედარებით 400 ათასით მეტი - 3.5 მლნ ლარი იქნება. ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში ორბელიანის მოედანზე და მის მიმდებარედ, ასევე რიყის პარკში გაიმართება.
გარდა გამარტივებული შესყიდვებისა, თბილისის მერიას თბილისობის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებაზე აგვისტოს თვეში გამოცხადებული ჰქონდა ელექტრონული ტენდერები აუქციონის გარეშე. კერძოდ,
ორივე ტენდერში გამარჯვებული შპს "ლუმა დეველოპმენტ LTD LUMA DEVELOPMENT"-ია. 4 და 11 სექტემბერს კომპანიასთან 2 ხელშეკრულება უკვე დაიდო, რომლებიც 30 ნოემბრამდე იქნება ძალაში.
შპს "ლუმა დეველოპმენტ LTD LUMA DEVELOPMENT" დირექტორი და 100%-ის მფლობელი ოთარ თედორაძეა. კომპანიას აქამდე მოგებული აქვს 2.7 მილიონის ღირებულების ტენდერები, პირდაპირი შესყიდვით კი 1.5 მილიონი ლარი აქვს მიღებული.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად კომპანიისა და თბილისის მერიის თანამშრომლობა წლებს და მრავალ ტენდერს ითვლის, მათ შორის გასული წლების თბილისობები და ახალი წლის ღონისძიებებია.
რაც შეეხება კომპანიის მმართველ პარტიასთან კავშირს. შპს" ლუმა დეველოპმენტის" მფლობელი და დირექტორი ქართული ოცნების შემომწირველია, მან პარტიას 2017 წელს 30 000 ლარი შეწირა. ოთარ თედორაძის მეუღლე თეა ლეონიძე კი მოსამართლეა. 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია, თანამდებობა ვადაზე ადრე 2021 წელს დატოვა. 2021 წლის 1 ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
ავტორი: ნინო ზედგენიძე