ვიეტნამში ტაიფუნი მძვინვარებს | დაღუპულია 200-მდე ადამიანი

გამოქვეყნდა:

ტაიფუნი იაგის შედეგად ვიეტნამში 200-დე ადამიანი დაიღუპა, 125-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. მონაცემებს ადგილობრივი სახელმწიფო მედია ავრცელებს.

დაღუპულთა რიცხვი კვირის დასაწყისში გაიზარდა, რადგან სამშაბათს, სლაო კაის პროვინციაში წყალდიდობამ მთელი სოფელი გაანადგურა. რამდენიმე ათეული ადგილობრივი დღემდე დაკარგულია.

ძლიერმა წვიმამ ასევე დააზიანა ექსპორტზე ორიენტირებული ქარხნები ჩრდილოეთ ვიეტნამის სამრეწველო კერებში.

რეგიონში ნალექიანი ამინდი გრძელდება და მდინარეების სიმაღლე კვლავ მომატებულია.

იაგი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანას დაატყდა თავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი