რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა | დაღუპულია წითელი ჯვრის სამი თანამშრომელი, დაჭრილია ორი

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი სოფლის საარტილერიო დაბომბვის შედეგად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივი საწარმოს ტერიტორიაზე მოხვდა. თავდასხმის დროს განადგურდა ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი.

სიტუაციის კომენტირებისას ომბუდსმენმა, დიმიტრი ლუბინეცმა აღნიშნა, რომ დაღუპულები და დაჭრილები ICRC-ის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც დაბომბვის დროს სატვირთო მანქანაში იმყოფებოდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი