ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ჰელსინკის კომისიაში გამართულ სხდომას ეხმაურება, სადაც სომხეთის საკითხზე იმსჯელეს და ისაუბრეს საქართველოზეც.
შაჰინი აღნიშნავს, რომ სომხეთმა დიდი ნაბიჯები გადადგა ევროატლანტიკური საზოგადოებისკენ და აშშ-მა უნდა გააგრძელოს მისი და მისი მეზობლის, საქართველოს მხარდაჭერა:
"სომხეთმა დიდი ნაბიჯები გადადგა ევროატლანტიკური საზოგადოებისკენ. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს სომხეთის წინსვლის მხარდაჭერა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური მდგრადობის კუთხით და მხარი დაუჭიროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში." წერს შაჰინი X-ზე.
შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სომხეთის საკითხზე მსჯელობისას კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებსაც შეეხნენ და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ისაუბრეს.