ODIHR-მა არჩევნების მონიტორინგი დაიწყო | მისიის შემადგენლობაში 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 დამკვირვებელია

გამოქვეყნდა:

OSCE/ODIHR-ის მისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი დაიწყო. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით გადანაწილდებიან. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მათ 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დაემატებათ. 

მისიის წევრებს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო  სექტორთან. 

დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მათ შორის ონლაინ სივრცეში, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საარჩევნო დავების გადაწყვეტასა და მედია გარემოს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი