"უცხოელი აგენტების" კანონები მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ; აუცილებელია, დავაჩქაროთ სანქციების გამოყენების საშუალება | USAID-ის მრჩეველი

გამოქვეყნდა:

ბოლო 5 წელიწადში ბევრმა ქვეყანამ შემოიღო კანონი, რომელიც ზეწოლას ახდენს სამოქალაქო სექტორზე. ის ზღუდავს ადამიანის უფლებებს და ასევე ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს, - ამის შესახებ არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და მკვლევარმა, USAID-ის მრჩეველმა დუგლას რუტზენმა სენატში მიმდინარე მოსმენაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა სანქციების ამოქმედების დაჩქარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების დაცვა გლობალურ დონეზე.

"უცხოელი აგენტების" კანონების გავრცელება მიმართულია დემოკრატიის დამცველების წინააღმდეგ. ამ შეზღუდვებისა და კანონების 50% არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას ეხება, არამედ ვრცელდება საზოგადოების სხვა წვერებზეც, როგორც ეს ბელარუსში მოხდა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სექტორს მიეკუთვნება სამოქალაქო საზოგადოება, იქნება ეს ბიზნესი თუ მედია, ეს [კანონი] მოიცავს თვალ-ყურის დევნებას, ზეწოლას, დაპატიმრებას. 
[...]
ეს არის რეპრესიები, მაგრამ პროგრესი მაინც შესაძლებელია იმ კოლეგების ხარჯზე, რომლებიც არ ზოგავენ საკუთარ თავს იმისთვის, რომ ასეთ მოვლენებს შეებრძოლონ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება პროგრამები. აშშ-ის მთავრობამ უნდა შექმნას გლობალური პროგრამა, რომელიც გამოავლენს ნაადრევ სტადიაზე ამის ნიშნებს. მოდით წამოვიწყოთ ინიციატივები, რომლებიც მოგვცემენ საშუალებას პრევენცია მოვახდინოთ ასეთი კანონების მიღების. 
[...]
აუცილებელია, რომ დავაჩქაროთ სანქციების გამოყენების საშუალება. აუცილებელია, რომ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა არამხოლოდ ლოკალურ დონეზე, არამედ გლობალურ დონეზეც." განაცხადა დუგლას რუტზენმა [სინქრონული თარგმანი]

სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა იმართება. მთავარი თემა რუსული კანონი და მისგან გამოწვეული ზიანია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი