განუსაზღვრელი უფლებები ანტიკორუფციულ ბიუროს | "ოცნებამ", გახმაურების გარეშე, ორ კანონში სკანდალური ცვლილებები შეიტანა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, გახმაურების გარეშე, ორ კანონში სკანდალური ცვლილებები შეიტანა - სამოქალაქო აქტივისტებმა და იურისტებმა გაარკვიეს, რომ რუსულ კანონთან ერთად მმართველმა პარტიამ მიიღო ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო დაამძიმებს არასამთვრობო ორგანიზაციების, მედიისა და უბრალოდ ნებისმიერი კრიტიკულად განწყობილი ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას. 

ცვლილებები შევიდა საქართველოს ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" - სწორედ ამ კანონში შეტანილი ცვლილებებით ირკვევა, რომ "ოცნებამ" ანტიკორუფციულ ბიუროს ფაქტობრივად განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა. ახლა პრემიერმინიტრს დაქვემდებარებული უწყება უფლებამოსილია გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის შესახებ. 

"ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებთ, 26 ოქტომბერს გააკეთონ არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად და ამ გზაზე "ქართულ ოცნებას" არ მივიჩნევთ იმ სუბიექტად, რომელსაც საქართველო ევროკავშირისკენ მიჰყავს. ეს აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ჩვენს წინააღმდეგ, როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლების, ისე ცალ-ცალკე ფიზიკური პირებისაც, ფინანსური დევნა გამოეცხადებიან. ეს კანონი არის რუსულ კანონზე გაცილებით უფრო დრაკონული, რადგან მისი სამიზნე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქე და ამავდროულად, რაც ამასთან ერთად კიდევ უფრო მტკივნეულია და ნებისმიერი მოქალაქის ჯიბეს და ფინანსურ მდგომარეობას შეიძლება შეეხოს, არის ის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები პირდაპირ მიმართულია საქართველოს საბანკო სისტემის წინააღმდეგ, ვინაიდან სრულიად უკანონოდ, საქართველოს კონსტიტუციის სრული დარღვევით მოითხოვს ფიზიკური პირების საბანკო ამონაწერებს, საბანკო საიდუმლოების დარღვევას, რაც ნიშნავს იმას რომ თუკი ბანკები ხელისუფლების მხრიდან ამ შანტაჟს დაექვემდებარებიან, ეს გამოიწვევს საქართველოში საბანკო სისტემის, ფინანსური სისტემის სრულად ჩამოქცევას. ასე რომ, ეს არის კანონი, რომელიც აფორმებს საქართველოში დიქტატურას", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი