გადაჭრილი ხეები, მოხსნილი საგზაო ნიშნები და გარე განათების ბოძები | გორი ოლიგარქი ივანიშვილის ე.წ აკვარიუმით სტუმრობისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

პრორუსი ოლიგარქის დასახვედრად გორის მერი განსაკუთრებულად ემზადება. ქალაქიდან, რომელიც აგვისტოს ომის დროს კრემლის აგრესიის მთავარი სამიზნე გახდა, ბიძინა ივანიშვილი პარტიულ აქტივს 14 სექტემბერს მიმართავს. ოლიგარქის საგანგებო მიღებისთვის გადაკეტეს გორის რამდენიმე ქუჩა, სადაც უსაფროების სპეციალური ზომებია მიღებული. ქალაქში ახლა ყველა სახელისუფლებო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. სამზადისში დააზიანეს მოქალაქის ავტომობილიც, რომელიც უნებართვოდ გადაყვანისას ევაკუატორიდან გადაუვარდათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გორის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია "ქართულმა ოცნებამ" სპეციალურად აირჩია, რადგან მოცულობით პატარაა და აქ ცოტა ხალხის ბევრად ჩვენებაც მარტივია. მოედანზე მონტაჟდება სცენა, სავარაუდოდ სწორედ ამ ადგილიდან მიმართავს ოლიგარქი ე.წ აკვარიუმით მოსახლეობას. პარტიის ლიდერის დასახვედრად გორის ადგილობრივი ხელისუფლება არ მორიდებია არც საგზაო ნიშნების მოხსნას, არც ხეების გადაჭრას და არც გარე განათების ბოძების მოჭრას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი