"ესენი არიან მართლა თაღლითები, რა მნიშვნელობა აქვს, გინდ სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს..." | კალაძის მორიგი ანტიდასავლური განცხადება

გამოქვეყნდა:

ჯერ ერთი, რუსული კანონები არ არსებობს ქვეყანაში. მე მსგავსი ტიპის კანონი არ მინახია და არ ვიცი. წარმოდგენაც არა მაქვს, რა არის რუსული კანონი... ვინც საუბრობს მაგას, მე არაფერი არ მიკვირს ამ ადამიანებისგან, იმიტომ რომ ესენი არიან მართლა თაღლითები, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს... რა მნიშვნელობა აქვს, გინდ სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ვინც არ უნდა იყოს ეს, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი, ჩინელი... ჩემთვის არის ყველა მტერი. როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, მაშინაც იგივემესიჯები იყო, აი თქვენ კარგი ხალხი ხართ ქართველები იმსახურებთ ევროპას, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი, - 

- ამ ანტიდასავლური განცხადებით გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სენატში გამართულ განხილვას და სენატორების განცხადებებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი