რუსეთში ნავალნის ყოფილი ადვოკატების სასამართლო დაიწყო | მათ ექსტრემიზმის ბრალდება წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ვლადიმირის ოლქის ქალაქ პეტუშში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სამი ყოფილი ადვოკატის სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ ნავალნისა და მის კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან კავშირის გამო, ექსტრემიზმის ბრალდება წარუდგინეს.

მედია წერს, რომ ვადიმ კობზევის, იგორ სერგუნინისა და ალექსეი ლიპცერის სასამართლო დახურულ კარს მიღმა ტარდება.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატები 2023 წლის ოქტომბერში დააკავეს. გამომძიებლების მტკიცებით, ადვოკატებს ნავალნის წერილები ციხიდან გამოჰქონდათ და "მას საპატიმროდან ექსტრემისტული საქმიანობის წარმოებაში უწყობდნენ ხელს".

ნავალნის კიდევ ორი სხვა ყოფილი ადვოკატი, ალქსანდრა ფედულოვა და ოლგა მიხაილოვა, რუსეთიდან შარშან გაიქცნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი