არ შეიძლება უკულტურობის ასეთი დონე აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში | კობახიძის მორიგი თავდასხმა დასავლელ პარტნიორებზე

გამოქვეყნდა:

"ტერმინები არის უსიამოვნო თავად ამ ტერმინების ავტორებისთვის და ამ განცხადებების ავტორებისთვის. არ შეიძლება უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში. ამერიკის კონგრესი იყო წლების მანძილზე ის ინსტიტუცია ჩვენთვის, რომელიც სამაგალითო იყო. ჩვენ ამაზე ვსწავლობდით რაღაცებს, წლების მანძილზე და დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს, ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში, ჩვენ ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბის შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია. [...] თუ გინდა, რომ იყო მიუკერძოებელი დამკვირვებელი, მაშინ მიკერძოება საერთოდ არ უნდა აჩვენო. რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას, რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რაიმე განცხადებას, არავითარი ფასი არ აქვს".

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სენატში გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი