"ახლა უკვე შიდა ქართლის  სხვა სოფლებში დაიწყეს ოკუპაცია, მოსახლეობას პატრონი არ ჰყავს" | ხურვალეთის მკვიდრი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების"   ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ოკუპაციის თემის დღის წესრიგიდან მოხსნას და მოჩვენებითი მშვიდობის თემით მანიპულირებას ცდილობს. ამის პარალელურად კი რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე სამხედრო ინფრასტრუქტურას ანახლებენ. რუსმა სამხედროებმა ე.წ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გორის და ქარელის მორიგ სოფლებში გაავლეს  და რკინის ძელები აღმართეს, ჩვეულებისამებრ, შემდეგ ნაბიჯს მავთულხლართების გავლება წარმოადგენს. ბოლო 2 თვეში ბორდერიზაციის 8 ფაქტს ჰქონდა ადგილი, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმდა.

ამ ფონზე ადგილობრივ მოსახლეობას დაუცველობის შეგრძნება და საფრთხის მოლოდინი აქვს.

"ახლა უკვე შიდა ქართლის  სხვა სოფლებში დაიწყეს ოკუპაცია და მიწების მიტაცება, რომელზეც საერთოდ ხმას არ იღებს ხელისუფლება. არაფერს აკეთებს სახელმწიფო. ეს ერგნეთის შეხვედრები შეხვედრებისთვისაა. გატაცებული ჩვენი ხალხი ისევ ცხინვალის ციხეში რჩება. გატაცებები მიდის, "ლეკიანობაა" საქართველოში და საქართველოს მოსახლეობას პატრონი არ ჰყავს,"- აცხადებს ხურვალეთის მკვიდრი ლუდა სალია.

უსაფრთხოების ექსპერტებს და ოკუპაციის თემაზე მომუშავე სპეციალისტებს მოლოდინი აქვთ, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთი საქართველოს სახელმწიფოზე ზეწოლას გააგრძელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი