ბელგიის აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო ყველა რეისი გაუქმდა

გამოქვეყნდა:

ბელგიის შარლერუას აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო, ყველა, სულ მცირე 87 რეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

"შარლერუას აეროპორტში პროფკავშირის ერთობლივი გაფიცვა გამოცხადდა. ამ პარასკევს დაგეგმილი ყველა ფრენა გაუქმებულია," - აღნიშნულია აეროპორტი განცხადებაში და მგზავრებს ურჩევს დაუკავშირდნენ თავიანთ ავიაკომპანიებს.

ბელგიის აეროპორტში გაფიცვა 12 სექტემბერს დაიწყო. მანამდე პროფკავშირები და აეროპორტი თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი