რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო EU ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

გამოქვეყნდა:

რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

ჯოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნული საკითხი ევროპული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ შეაფასა.

ბორელის თქმით, გაერთიანების პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში ირანის მონაწილეობასთან დაკავშირებით ყოველთვის ნათელი იყო და ახლა ევროკავშირი, პარტნიორებთან კოორდინაციით, სწრაფად მოახდენს რეაგირებას.

"ირანის წინააღმდეგ პასუხი იქნება ახალი და მნიშვნელოვანი შემაკავებელი ზომებით, რაც მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც ჩართულნი არიან ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამებში. განიხილება შემზღუდველი ზომები ირანის საავიაციო სექტორზეც", – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი