პირველად ისტორიაში, კერძო ეკიპაჟი ღია კოსმოსში გავიდა

გამოქვეყნდა:

აპოლოს მთავრის მისიების შემდეგ პირველად, SpaceX-ის მისიამ Polaris Dawn-მა კოსმოსის ისეთ ნაწილში იმოგზაურა, სადაც ადამიანები უკვე ნახევარი საუკუნეა აღარ ყოფილან.

კერძო ეკიპაჟი 10 სექტემბერს, ფლორიდის კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვა.

ოთხკაციანი ეკიპაჟი კოსმოსური კაფსულ Dragon-ით ორბიტაზე დედამიწის ზედაპირიდან 700 კმ სიმაღლეზე გავიდა. სკაფანდრებში ჟანგბადის მიმოქცევის დაწყების შემდეგ მისიის ხელმძღვანელმა კაფსულის ლუქი გააღო და მგზავრებს კოსმოსიდან დედამიწის დანახვის შესაძლებლობა მიეცათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი