"არანაირ ნარკორეალიზატორებს არ აკავებდნენ. ეს ადამიანები აღმოჩნდნენ უდანაშაულოები, ეს იყო პროვოკაცია" | ეძგვერაძე

გამოქვეყნდა:

არანაირ ნარკორეალიზატორებს არ აკავებდნენ. ეს ადამიანები აღმოჩნდნენ უდანაშაულოები, ეს იყო პროვოკაცია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ენმ-ის წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა.

ეძგვერაძე საქალაქო სასამართლომ დღეს  2 700 ლარით დააჯარიმა

"პოლიციელები ისე ამაზრზენად საუბრობდნენ ასეთ ტყუილს, ისე ამთხვევდნენ ერთმანეთს თავიანთ ჩვენებას, ამის ნიჭიც არ ჰყოფნით, ამის კომპეტენცია და განათლებაც არ ჰყოფნით, რომ ერთი და იგივე ილაპარაკონ. სიმართლე და მორალი რომ მათ მხარეს არ არის. ავტოფარეხში შემაგდეს და იძალადეს ჩემზე, ჩემს მეგობრებზე და მამაჩემის მეგობრებზე. ეს ჩემზე კარგად იციან", - განუცხადა "მთავარ არხს" ეძგვერაძემ.

ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე 4 სექტემბრის ღამეს დააკავეს.

დაპირისპირება ეძგვერაძის სახლთან, გლდანში მოხდა. პოლიციის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრი შეეცადა  გაერკვია რატომ იყვნენ მობილიზებული ძალოვნები მის ავტოფარეხთან. შსს -ის ინფორმაციით, პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა.  

ეძგვერაძე იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეაგირება მოითხოვეს. გამომძიებელმა ეძგვერაძე იზოლატორში გამოკითხა, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა გამოძიება პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი