ბულგარეთში საწვრთნელი ფრენის დროს ავიაკატასტროფა მოხდა | დაღუპულია ორი მფრინავ-ინსტრუქტორი

გამოქვეყნდა:

ბულგარეთში საწვრთნელი ფრენის დროს კატასტროფის შედეგად ორი მფრინავ-ინსტრუქტორი დაიღუპა.

მფრინავები ხვალ დაგეგმილი სამხედრო ავია-შოუსთვის ემზადებოდნენ, რომელიც ბულგარეთის ნატო-ში მიღების 20 წლისთავს ეძღვნება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კატასტროფა განიცადა L-39ZA-ს ტიპის ორადგილიანმა თვითმფრინავმა. უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარის გამო საერთაშორისო ავია-შოუ გაუქმდა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი