სენატი: იმედია, ქართველი ხალხი თაღლითებს მოიშორებს | დებატები საქართველოზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს მომავალ თვეში. თუ სიმართლეა ქართველ ხალხსა და მათ სურვილებზე რასაც ამბობთ, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი" - სენატორმა ჯიმ რიშმა სენატის საგარეო  ურთიერთობათა კომიტეტის სხდომიდან ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ ხალხს მიმართა, რომ ევროპული მომავლის შანსი არ უნდა დაკარგონ. ოლიგარქი და მისი პარტია კი თაღლითებად მოიხსენია. 

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, რეპრესიებსა და  რუსულ კანონზე სენატში იმსჯელეს. წარადგინეს სიძულვილის შემცველი "ოცნების" ის პროპაგანდისტული ბანერები, რომელსაც ივანიშვილის პარტია არასამთავრობოების წინააღმდეგ იყენებდა და ამით მათ  დისკრედიტაციას ცდილობდა. დიპლომატიური შელამაზების გარეშე თქვეს ისიც, რომ პერსონალური სანქციები იქნება.  

სენატორ ჯინ შაჰინს კი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალების გასაჯაროება მოუწია.  გაირკვა რომ აგვისტოში ორპარტიული ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრმა მათ პირობები წაუყენა -  რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობოები აღარ დაეფინანსებინა. ამ მოთხოვნას ირაკლი კობახიძე უარყოფს, თუმცა სენატორ ჯინ შაჰინს მთავრობის მეთაურისთვის იმის შეხსენება მოუწია, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მისი ეს ფრაზები სხვა პირებმაც მოისმინეს. 

სტრატეგიული პარტნიორების ყურადღება ახლა ოქტომბრის არჩევნებზეა გადატანილი. მათი განცხადებებიდან კარგად იკითხება, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე სრული ინფორმაცია აქვთ და ამბობენ რომ არჩევნებს მონიტორინგს დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა გაუწევს.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი  საქართველოსთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს. ზედა პალატაში -  სენატორების ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის  ინიციატივით, "ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტია" დარეგისტრირებული. დოკუმენტი პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია რუსული კანონის მიღებაზე,  კორუფციასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი