"ოცნებამ" ანტიკორუფციულ ბიუროს ყველა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლება მისცა | ცვლილება შეიძლება ნებისმიერს შეგვეხოს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის ხელისუფლებამ ახალი რეპრესიული იარაღი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა. ფარულად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ანტიკორუფციული სამსახურისთვის მინიჭებული განუსაზღვრელი უფლებებით მთავრობამ კრიტიკულად განწყობილი პირების ტერორი დაიწყო. რუსული კანონის პარალელურად დამტკიცებული ცვლილებებით ოლიგარქის საპარლამენტო გუნდმა პრემიერს დაქვემდებარებულ უწყებას ყველა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლება მისცა რაც დღემდე დაუშვებელი იყო. ანტიკორუფციულ ბიუროს ყველა იმ პირის ყველა მონაცემებზე აქვს წვდომა  ვისი სამოქალაქო პოზიცია და აქტივობა სახელისუფლებო კლანისთვის მიუღებელია.

ანტიკორუფციული ბიურო მოძრაობა "აირჩიე ევროპას" დამფუძნებლების პირად ინფორმაციას ითხოვს. პრემიერს დაქვემდებარებული ბიუროს შუამდგომლობა სასამართლომ 6 სექტემბერს განიხილა და იმავე დღეს დააკმაყოფილა. 

მოძრაობის თითქმის ყველა დამფუძნებელი საქალაქო სასამართლოში დღეს 6 სექტემბრის ბრძანების გასასაჩივრებლად მივიდა.  რადგან ამბობენ რომ მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილებით ანტიკორუფციულ ბიუროს უფლება მისცა მათი როგორც ფიზიკური პირების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვოს. 

მოძრაობის დამფუძნებლები ამბობენ, რომ მოქალაქეების ტერორისთვის ანტიკორუფციულ ბიუროს სპეციალური საკანონმდებლო ბაზა შეუქმნეს. 

მაისში განხორციელებული ცვლილებით მოქალაქეთა პირადი და განსაკუთრებით კონფიდენციალური ინფორმაცია დაუცველი გახდა. ანტიკორუფციულ ბიუროს ყველა იმ პირზე შეუძლია მონიტორინგის დაწყება, ვისი სამოქალაქო აქტივობაც ხელისუფალისთვის მიუღებელია. 

იურისტების განმარტებით, კანონში მკაფიოდ წერია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ინტერესის სფეროში შესაძლოა მხოლოდ ის სუბიექტები მოექცნენ ვისაც გაცხადებული საარჩევნო მიზანი აქვთ, ანუ საჯაროდ ამბობენ რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავენ. 

მოძრაობა აირჩიე ევროპას დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული მონიტორინგის მაგალითით ამოქმედებული ცვლილებები სერიოზულ დარტყმას საბანკო სისტემას მიაყენებს, რადგან ანტიკორუფციული ბიურო ბანკებს ფიზიკური პირების კონფიდენციალურ ინფორმაციას სთხოვენ. 

ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს მოძრაობა აირჩიე ევროპას დამფუძნებლებისთვის არ უპასუხია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი