კრიტიკული მედია კანონის დაცვის გამო, კანონდამრღვევად ცნეს | მოსამართლემ პრეცედენტული გადაწყვეტილებით, საარჩევნო კლიპებში სიძულვილის ენა დაუშვა

გამოქვეყნდა:

სასამართლომ "მთავარი არხის" წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ტელევიზია 5 000 ლარით დაჯარიმდა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით მოსამართლე ნინო ენუქიძემ საშიში პრეცედენტი დაუშვა. ამის შემდეგ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია სარეკლამო კლიპში გამოიყენოს სიძულვილის ენა და მოახდინოს იმ ადამიანების დისკრედიტაცია, რომლებიც საარჩევნო სუბიექტები არ არიან. 

კრიტიკულმა მედიამ  დაიცვა კანონი, სადაც  გარკვევით წერია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია გამოიყენოს უფასო სარეკლამო დრო  ან საკუთარი პიარისთვის ან სხვა  რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის გასაშავებლად. მაგრამ არ აქვს უფლება მოახდინოს ისეთი პირის თუ ორგანიზაციის დისკრედიტაცია,რომელიც ცესკოში სუბიექტად არ არის რეგისტრირებული.   "მთავარმა არხმა", "ფორმულამ" და "ტვ პირველმა" ეთერში არ განათავსა ქართული ოცნების მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გაშავებასა  და მათ დისკრედიტაციაზე იყო ორიენტირებული. 

კიდევ ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილებით,  რომელიც ბექაურის უწყებამ  მთავარი არხი, ფორმულა, ტვ პირველი და საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონდამრღვევებად ცნო მხოლოდ იმიტომ რომ ტელეკომპანიები კომისიისვე  გამოგზავნილი გზამკვლევით სარგებლობდნენ და ეთერში უშვებდნენ იმ საარჩევნო სუბიექტების რეკლამას, რომელთა ჩამონათვალი თავად კომისიამ მოამზადა. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი