ახალი სანქციები | აშშ-მა პროპაგანდისტული Russia Today და მისი აღმასრულებელი დირექტორი დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა, რუსული პროპაგანდისტული მედია ჯგუფის Russia Today-ისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, დიმიტრი კისილიოვის წინააღმდეგ სანქციები გამოცხადდა

აღსანიშნავია, რომ მედია ჰოლდინგში Russia Today ასევე შედის საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" და სააგენტო Sputnik. სანქციები ასევე შეეხება კრემლის პროპაგანდისტულ ტელე-არხს RT და ANO EURASIA, რომელიც საზღვარგარეთ რუსული „კულტურული დიპლომატიის“ გავრცელებით არის დაკავებული. 

დასანქცირება მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა საჯაროდ დაადანაშაულა ტელეკომპანია RT რუსული დაზვერვისთვის მუშაობასა და უკრაინაში რუსული არმიის დასაფინანსებლად თანხების შეგროვებაში.

პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ გამოაცხადეს დიპლომატიური კამპანია, რუსი პროპაგანდისტების ჩარევის გამოსავლენად მთელ მსოფლიოში, დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი