ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილის" პირველი ვაქცინა დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Bavarian Nordic-ის მიერ წარმოებული "მაიმუნის ყვავილის" ვაქცინა დაამტკიცა.

ეს ოფიციალურად დამტკიცებული პირველი პრეპარატია იმ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელმაც აფრიკაში წელს სულ მცირე 643 ადამიანი შეიწირა - წერს Politico.

პრეპარატი დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა, მაგრამ ჯანმო-მ ასევე განაცხადა, რომ ის „შეიძლება გამოყენებულ იქნას არადანიშნულებისამებრ“ ჩვილებსა და ბავშვებში, ასევე ორსულებსა და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, როდესაც სარგებელი აღემატება პოტენციური რისკებს.

ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მაგრამ ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობას.

Bavarian Nordic-მა თქვა, რომ მას მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში დამატებით 50 მილიონი დოზის მიწოდება შეუძლია. აღნიშნული კი "დამოკიდებულია მარეგულირებლის მიერ დამტკიცებასა და მოთხოვნაზე". მანამდე ფარმაცევტულმა კომპანიამ 2025 წლისთვის 13 მილიონი დოზის წარმოება გამოაცხადა.

კომპანია ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს წამლების გლობალურ რეგულატორებთან, რათა დაამტკიცონ იგივე ვაქცინის წარმოების ახალი გზა, რაც დააჩქარებს მის გამოშვებას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი