"ივანიშვილის გაკეთებული აქ არავის უნახავს, ჩამოვიდეს და ვაჩვენებთ, რა გაფუჭდა მისი ხელისუფლების დროს" | ოლიგარქი და "ოცნება" დღეს გორს ესტუმრებიან

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს გორში გასვლით რეგიონულ ღონისძიებას გამართავენ. ამ მიზეზით გორში დილიდან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული და ყველა უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ღონისძიება გორის ცენტრში საკათედრო ტაძართან მცირე ზომის მოედანზე გაიმართება. სცენა უკვე მზადაა და ადგილზეა დაჯავშნული შუშაც ბიძინა ივანიშვილისთვის.

რა მოლოდინი აქვთ გორელებს ივანიშვილისა და "ქართული ოცნებისგან". ადგილობრივებმა არსებულ მძიმე მდგომარეობაზე "მთავარ არხთან" ისაუბრეს:

"ვისაც რა შეჰპირდა რა გააკეთეს, არასდროს არაფერი შეუსრულებია, ივანიშვილის გაკეთებული და შესრულებული აქ არავის უნახავს. ჩამოვიდეს და ვაჩვენებთ, რა გაფუჭდა მისი ხელისუფლების დროს."

"შუქი არ გვაქვს ჩვენს უბანში, ღამით ჩემ მეუღლეს რომ გამოვუდგები ხოლმე, კეტი მიკავია ხელში, რომ მგლები არ დაგვხვდნენ."

"გაჭირვებული რომ მიხვიდე, არ დაგეხმარებიან, სიმსივნით დაავადებული რძალი გავაგზავნე საფრანგეთში. აქ გამგეობაში 5 ჯერ მივიდა და ყველა დაემალა. საფრანგეთში გავაგზავნეთ და კაპიკი აღარ დამრჩა საარსებო. არჩევნები რომ დაიწყება მათხოვრებივით მოვლენ შენ კარზე და გადაგიჯერდება გული."

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი