აშშ-მა იემენში "ჰუთების" კუთვნილი სამი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ავტომობილი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უპილოტო საფრენი აპარატები და დამხმარე ავტომობილი უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა ამერიკელი და კოალიციაში შემავალი სხვა ქვეყნების ჯარისკაცებისთვის, აგრეთვე რეგიონში მოძრავი სავაჭრო გემებისთვის.
"უპილოტო საფრენი აპარატებისა და დამხმარე ავტომობილის განადგურების მიზანს თავისუფალი ნაოსნობის დაცვა და აშშ-ის, კოალიციის და სავაჭრო გემებისთვის საერთაშორისო წყლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა", - წერია აშშ-ის ცენტრალურ სარდლობის განცხადებაში.