გასული დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 25

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში გასული დღის განმავლობაში სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 25. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, 13 სექტემბერს, დილით, სუმის ოლქის სოფელ იამპილზე რუსული ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 6, მათ შორის 4 წლის ბავშვი.

გუბერნატორ სერხი ლისაკის განცხადებით, 13 სექტემბერს, რუსული ძალების სამიზნე დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლიც გახდა. დაშავდა 54 და 63 წლის ორი ქალი, ასევე 60 წლის კაცი.

გუბერნატორ ვადიმ ფილაშკინის ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში დონეცკის ოლქზე რუსეთის თავდასხმებმა 3 ადამიანი იმსხვერპლა, დაიჭრა 4.

ხარკოვში, გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვის თქმით, თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. კუპიანსკში რუსული FPV თვითმფრინავით თავდასხმის შედეგად 30 წლის ქალი დაშავდა, ხოლო პურის ქარხანაზე ბალისტიკური რაკეტის იერიშის შედეგად 64 წლის კაცი. კიდევ 3 კაცი დაშავდა ოლქის მასშტაბით დაბომბვის დროს.

გუბერნატორ ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ხერსონის ოლქში გასული დღის განმავლობაში 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ასევე, დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, ორი მაღალსართულიანი კორპუსი, ექვსი სახლი, ავტობუსი და მანქანები.

საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყვა მიკოლაევის ოლქიც, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია, განაცხადა გუბერნატორმა ვიტალი კიმმა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი