რუმინეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა | დაზიანდა ათასობით სახლი

გამოქვეყნდა:

აღმოსავლეთ რუმინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა ათასობით სახლი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუმინეთში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების განყოფილების განცხადებით, წყალდიდობამ რვა ოლქი დააზიანა. დაღუპულები გალათის ოლქში იპოვეს, სადაც დაახლოებით 5000 სახლი დაზიანდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს წყალმომარაგების სააგენტოს ცნობით, 24 საათზე ნაკლებ დროში კვადრატულ მეტრზე 150 ლიტრზე მეტი ნალექი მოვიდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში დასახმარებლად ხელისუფლებამ Black Hawk ვერტმფრენები ჩართო.

უახლოეს დღეებში ძლიერი ნალექი მოსალოდნელია ჩეხეთის რესპუბლიკაში, პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, სამხრეთ გერმანიასა და ავსტრიის ნაწილებშიც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი