ლიკვიდირებულია ISIS-ის 4 ლიდერი | აშშ-ის სარდლობა

გამოქვეყნდა:

დასავლეთ ერაყში ამერიკის სამხედრო იერიშის შედეგად გასულ თვეში ISIS-ის 4 ლიდერი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არის მათი მთავარი ლიდერი და ასევე განადგურებულია მთავარი ბომბდამშენი, რომლისთვისაც შეერთებულმა შტატებმა 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

ამის შესახებ ინფორმაციას  ABC NEWS  ავრცელებს. შემთხვევა, ერთ-ერთი რეიდის დროს მოხდა და 7 ამერიკელი სამხედრო დაშავდა. 

დაღუპულ ლიდერებს შორის არიან, ერაყში მიმდინარე ყველა ოპერაციაზე პასუხისმგებელი პირები. 

გავრცელებული ინფორმაციით, რეიდის დროს ISIS-ის ზოგიერთი მებრძოლი ყუმბარებით იყო შეიარაღებული და ზოგიერთ მათგანს ასაფეთქებელი ქამრებიც ეკეთა. 

შეერთებული შტატების სარდლობის განცხადებით, ISIS-ის ამ ლიდერებს ევალებოდათ, ერაყელ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების ორგანიზება. ასევე ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი, იერიში მიეტანათ  აშშ-ს მოქალაქეებზე, მათ მოკავშირეებზე და პარტნიორებზე, როგორც რეგიონში ასევე მის ფარგლებს გარეთაც. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი