"გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვუხადოთ ოს დებსა და ძმებს" | ოლიგარქი ივანიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა და რუსული პროპაგანდით თქვა, რომ ქართველმა ხალხმა ამისთვის ბოდიში უნდა მოუხადოს ოს დებსა და ძმებს. ოლიგარქმა ეს გორში, შუშის ბრონირებული აკვარიუმიდან განაცხადა:

"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები." თქვა მინის ბრონირებულ აკვარიუმში მოთავსებულმა ოლიგარქმა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი