"შაბათის მთავარის" წყარო: სამეგრელოში "ოცნებამ" საარჩევნოდ კრიმინალების მობილიზება დაიწყო, გადანაწილებულია უბნებიც | "ტყის ძმები", "კინგ-კონგი" და ა.შ. ოლიგარქის სამსახურში

გამოქვეყნდა:

ვეფხვია ანჯაფარიძეს ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს, რომელსაც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი გავლენები აქვს, ჩვენი ინფორმაციით, ე.წ კანონიერი ქურდები, ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით, ავალებენ, რომ 26 ოქტომბერს დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეები  გადმოიყვანოს  და აიძულოს ხმა მმართველ პარტიას მისცენ. 

არაერთხელ  მსჯავრდებული ვეფხვია ანჯაფარიძე წლებია საქართველოში არ ცხოვრობს. თუმცა ე.წ ქუჩური წესით "საქმის მოგვარებაში" ენგურს გადაღმაც და გადმოღმაც აქტიურად არის ჩართული. 

სანდრო წყარო გვიყვება, რომ ის ე.წ კანონიერი ქურდების მოთხოვნით საუდის არაბეთიდან ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.  მას დაევალა, რომ 26 ოქტომბერს დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან არალეგალური გზით, გადმოიყვანოს ის პირები, რომლებსაც ე.წ მეტრიკა არ აქვთ და ენგურის ხიდიდან გადმოსვლა  არ შეუძლიათ. 

ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტების შეკრება, სადაც საარჩევნოდ  ტერიტორიები და უბნები გადაინაწილეს, ზუგდიდში ერთ-ერთ სასაფლაოზე , გვიან ღამით შედგა. ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ  ვეფხვია ანჯაფარიძის გარდა შეხვედრაზე   "ტყის ძმების" ყოფილი მეთაური დავით შენგელია და ასევე ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად "კინგ-კონგიც" იყვნენ. 

მოპოვებული ინფორმაციით, დავით შენგელია, რომელიც წლებია ქართულ ოცნებას და მის კანდიდატებს სამეგრელოში  ქუჩაში სიტუაციას "ულაგებს", ახლა   მმართველი პარტიის დასახმარებლად  ფარულ შეხვედრებს ვეტერანებთან, პარტიზანული დაჯგუფების ყოფილ წევრებთან და ე.წ ძველ ბიჭებთან ატარებს. არაკანონიერი საქმიანობის შესანიღბად კი დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც მისი მტკიცებით დევნილებს უნდა დაეხმაროს.  

ქართული ოცნებაში სრული მობილიზებაა გამოცხადებული. რეგიონებში უკვე მივლენილი არიან მმართველ გუნდთან დაახლოებული გავლენიანი პირები კონკრეტული გეგმით. ამომრჩევლების ხმების მობილიზებაში  "ოცნების" მართვად კრიმინალური ავტორიტეტებთან ერთად ოფიციალურად ჩაერთნენ  საჯარო მოხელეებიც.  

წყაროს მტკიცებით, სამეგრელოში "ოცნების" დელეგატ დავით კოდუას მამა, ოთარ კოდუა ერთ-ერთი ის პირია, ვინც დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან ხმების მობილიზებისა და პირადობის მოწმებების უკანონო მოპოვებისთვის იბრძვის. 
 
აპრობირებული მეთოდია მოწყვლად  ჯგუფებზე გავლენის მოხდენაც.  გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მეტადონის პროგრამაში ჩართულ პირებს აიძულებენ, გარკვეულ უბნებში ივანიშვილის გუნდის სასარგებლოდ ხმები მოაბილოზონ. 

"კანონიერი ქურდები", "კრიმინალური ავტორიტეტები", ქუჩური გარჩევები, ადამიანების იძულება,  დაშინება და მოსყიდვა  - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ქართული ოცნება ნაცადი ხერხების გამოყენებით ემზადება. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი