
ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების სახელით გავრცელებული ყალბი ციტატები, რომელიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სოციალურ ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე ვირუსულად ვრცელდება. ამ დეზინფორმაციის მიზანი პოლიტიკოსებისა და პარტიების დისკრედიტაციაა.
ასე მაგალითად, ოცნების მხარდამჭერმა ფეისბუქ-ანგარიშმა ნიკა გვარამიას სახელით ყალბი ციტატა გაავრცელა, სადაც კოალიცია „ცვლილებისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებლის სახელით ამტკიცებდნენ, რომ თითქოს “ქართულმა ოცნებამ” საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩი ჩააწყო, რაც რეალურად სიყალბეა.
ამ კვირაში სოციალურ ქსელში ოცნების დარედაქტირებული წინასაარჩევნო ბანერიც გამოჩნდა.
ორი დღის წინ კი ფეისბუქ გვერდებმა სახელწოდებით „ქვეყნის მტრები“, „პოლიტიკა“, ასევე მმართველი პარტიის მხარდამჭერმა დავიდ თორდიამ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სია წარადგინა, რომლის შემადგენლობაშიც პარტიის წევრებთან ერთად მეგის ქარდავა, ბაჩო ახალაია, ლექს-სენი, ბადრი შუბლაძე, გია ხუხაშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვები არიან. რეალურად ამ დროისთვის “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო სია არ წარუდგენია.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი