რუსებმა ოდესა, სავარაუდოდ, კასეტური ქობინებით აღჭურვილი რაკეტებით დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ოდესის გარეუბანში რუსული სარაკეტო დარტყმა განხორციელდა - ინფორმაცია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ არხზე ვრცელდება, თუმცა დაკონკრეტებული არაა თავდასხმის ზუსტი ადგილი. ამავე ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ წინასწარი მონაცემებით, რაკეტა აღჭურვილი იყო კასეტური ქობინით, რაც საერთაშორისო კონვენციითაა აკრძალული.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულია 65 წლის ქალი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი