ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ! | შინდისის გმირის ცოლი ივანიშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

შინდისის გმირის ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გუშინ, გორში ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ 2008 წლის ომში დამნაშავე საქართველო იყო და ოსებისთვის ბოდიშია მოსახდელი. 

"ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რითი იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ?
ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!!
ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო…
ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა?
აგვიხსენით!" - წერს თეო წილოსანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი