
საფრანგეთიდან ინგლისში მოსახვედრად ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პოლიცია ავრცელებს.
რეზინის ნავმა, რომელზეც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სანაპიროდან გასვლის შემდეგ მალევე დაიწყო ჩაძირვა. საფრანგეთის სანაპირო დაცვამ მათთვის დახმარების აღმოჩენა ვერ შეძლო.
მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთმა გამოძიება დაიწყო.