
თურქეთში საქარიას პროვინციის ქალაქ ჰენდეკში მაკარონის საწარმოში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. გაჩენილი ხანძრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.