"ამ ქალაქს ახსოვს რუსული ბომბები... ბოდიში გმირებს" | გორში ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ოლიგარქი ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ამ წუთებში, გორში, მშვიდობიანი აქციით აპროტესტებენ. ადამიანები, რომლებმაც რუსული აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს, გმირთა მემორიალთან იკრიბებიან.

"ივანიშვილმა გუშინ მოინდომა, რომ ისტორია გადაეწერა. მოინდომა, რომ ფეხქვეშ გაეთელა იმ გმირების სახელები, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. 2008 წელს ეს ქალაქი ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. მან [ივანიშვილმა] გადაწყვიტა, რომ ანწუხელიძემ მოიხადოს ბოდიში იმისათვის, რომ ის საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა თეონა ფანქველაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი