
"კოალიცია ცვლილებისთვის" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონულ ტურნეს განაგრძობს, დღეს გაერთიანების ლიდერები კახეთში ჩავიდნენ და ორი ახალი ოფისი გახსნეს.
კოალიციის ლიდერები იმყოფებოდნენ ახმეტაში, სადაც მოსახლეობასაც შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებსა და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მოგვიანებით, ისინი თელავში ჩავიდნენ და მორიგი რეგიონული ოფისი გახსნეს.
"როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში მოქალაქეს განაცხადა არ ჰქონდეს, კახეთში განსაკუთრებით, რომ ის არის ამ ქვეყნის, ამ ულამაზესი რეგიონი ბატონ-პატრონი. როგორ შეიძლება, ყოველ წელს, მოწყალებას აძლევდეს და უხეშად უგდებდეს კახელ მშრომელ ადამიანს იმისისთვის, რომ მისი კეთილგანწყობა მოიპოვოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმე კვრით ადრე. რატომ არ უნდა ჰქონდეს კახელ მშრომელ ადამიანს იმის შესაძლებლობა, რომ ყოველ შემოდგომას მისი ნაშრომი წყალში არ ეყრებოდეს და რატომ არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ იყოს მდიდარი. რატომ უნდა ჰქონდეს კახელ ადამიანს საკუთარი ნაშრომის გამომუშავების პრობლემა. რატომ არ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ცივილიზებული სამყაროს 2 მილიარდიანი ბაზარი იყოს ათვისებული", - მიმართა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, შეკრებილ მოსახლეობას.