"ბოდიში?! არა და არასოდეს" | ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

“ბოდიში?! არა და არასოდეს”, - ამ სლოგანით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, ქართველ ხალხს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის ბოდიში მოახდევინოს, რასაც ისინი არ დათანხმდებიან. აქციაზე მყოფების თქმით, ოლიგარქი ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მოღალატეობრივია.

“რასაც ვგრძნობ ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი და იმ გმირების, რომლებმაც თავი შეწირეს ტერიტორიულ მთლიანობას. ბიძინა ივანიშვილს არ სურს მშვიდობა, მას უნდა მონობა, რომელიც ამ ქვეყანაში არასოდეს გამოუვა“, - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ჯანჯღავამ.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ისაუბრა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი