ხმაურიანი სინოდის სხდომის შემდეგ პრემიერის საპატრიარქოში ვიზიტი მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა

გამოქვეყნდა:

ხმაურიანი სინოდის სხდომის შემდეგ პრემიერი გიორგი გახარია საპატრიარქოში მივიდა და სავარაუდოდ, ილია მეორეს შეხვდა. პრემიერის ვიზიტი, სავარაუდოდ, სინოდის სხდომაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

თურქეთიდან დაბრუნებული პრემიერის პატრიარქთან აუდიენცია მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა.

შეხვედრას პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, ამიტომ უცნობია, როგორ წარიმართა აუდიენცია.

პრემიერს შეხვედრის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებია. ასევე, ინფორმაცია არ გაუვრცელებია პრემიერის პრესსამსახურს.

სწორედ გახარიას ასახელებდა მეუფე იაკობი ერთერთ იმ მაღალჩინოსნად, რომელიც პატრიარქის დამხობას გეგმავდა. თუმცა გუშინ სინოდმა მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებზე არ იმსჯელა.

კრების ოქმში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ბოდბის მიტროპოლიტი სინანულშია და ეს ეკლესიისთვის საკმარისია. თუმცა, სინოდის განჩინებაში არ არის უარყოფილი მეუფე იაკობის განცხადების შინაარსი, რომელსაც ხელისუფლება საერთოდ ბოდვად მოიხსენიებს და გამოძიების დაწყებას არ აპირებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი